თბილისის მერი საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთს ეწვია
საზოგადოება - 10:14, 22 Jan, 2016     1168
თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქალაქის მერი შეხვედრებს სლოვაკეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან მართავს. დავით ნარმანიასთან ერთად ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეც ესწრება. ვიზიტის მთავარი თემა თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტს - „ეკო გრინ სითი“-ს უკავშირდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებთან, ასევე, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რათა ჩვენი ქალაქისათვის, მართლაც, მნიშვნელოვანი პროექტი მივიღოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. პროექტი, ერთის მხრივ, იქნება ინოვაციური და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ისე საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებსა და ქართული მხარის როლს სლოვაკური, მოცულობითი ინვესტიციების განხორციელების პროცესში. სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42