საბავშვო ბაღების თანხით აშენებული სასტუმრო - ფულის გათეთრება თუ სპორტის განვითარება
საზოგადოება - 21:52, 21 Jan, 2016     2254
ლანჩხუთის "გურიასა" და მისი დაფინანსების საკითხზე მსჯელობა და კამათი უკვე მეორე წელია აქტუალობას არ კარგავს.
ოპოზიცია გამგებელს და ასევე გუნდის პრეზიდენტ, ზაზა ურუშაძეს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება. გარდა ამისა, არის კითხვები იმ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და გათვლებთან დაკავშირებით, რასაც გამგებელი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთპიროვნულ წყვეტს. ნაკლებად გამჭირვალე პროცესების შეფასებისას კი ყველაზე ხშირად ხაზს "ფულის მოტეხვის" მცდელობას, კორუფციას და გამგებლის მხრიდან "ბიუჯეტის განიავებას" უსვამენ.

ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, "თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, ვახტანგ ზენაიშვილს გამგებელთან კიდევ ერთი კითხვა, საბავშვო ბაღების ასაშენებელი ფულით ურეკში 50 ადგილიანი სასტუმროს აშენებასთან და ახლა უკვე გაქირავებასთან დაკავშირებით უჩნდება:

ინფორმაცია გავრცელდა, რომ საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია" მეორე წრისთვის ემზადება რუსი მწვრთნელით. გუნდი კი ურეკში, სასტუმრო '"ბერმუხაშია" შეკრებილი. გამგებელი და საკრებულოს უმრავლესობა აგრძელებენ ბიუჯეტის განიავებას. თუ გამოყოფილი თანხებით ვიმსჯელებთ, ფეხბურთი კვლავ რჩება წამყვან პოზიციებზე, მთავარ პრიორიტეტად. ფეხბურთის ლობისტები ამ უტიფრობას და თავგასულობას იმით ამართლებენ, რომ თითქოსდა ლანჩხუთელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთთან. არადა ეს მითი, რომელიც კომუნისტური ეპოქის ჩრდილოვანი ეკონომიკიდან იღებს სათავეს, ერთ მიზანს ემსახურება: ფეხბურთს ამოფარებულმა ბიუროკრატიამ რაც შეიძლება მეტი დივიდენდი მიიღოს, როგორც ბიუჯეტიდან დატაცებული თანხებით, ისე "კლუბს" შეფარებული საარჩევნო აქტივისტების სახით. ერთი საკითხი კიდევ: ამას წინათ ლანჩხუთის გამგეობამ დიდი რიხით გვამცნო, რომ გრიგოლეთში საფეხბურთო ბაზის რეაბილიტაცია ჩაატარეს და 50 ადგილიანი სასტუმრო გაუშვეს ექსპლოატაციაში. სხვათა შორის იმ თანხით, რომლითაც საბავშვო ბაღები უნდა აშენებულიყო. ჰოდა, ვგონებ ლოგიკურია ვიკითხო: რატომ შეიკრიბა გუნდი ურეკში? რატომ დარჩნენ ბავშვები ბაღის გარეშე, თუ სასტუმრო კვლავ სხვაგან უნდა გექირავებინათ? იქნებ იმიტომ, როგორც "ბოროტი ენები" ამბობენ, ასე მეტი ფულის "მოტეხვა" რომ შეიძლება... მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ როგორმე შევაჩეროთ მადაგახსნილი ზაზა ურუშაძე და ბიუჯეტს ჩამოვხსნათ ზედმეტი ბარგი ლანჩხუთის "გურიის" სახით.

ამავე თემაზე წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" წევრი, ელგუჯა ჩხაიძე:

"დღეს საკრებულოს სხდომაზე ფეხბურთის თემამ გაიჟღერა.რაიონის გამგებელს ბატონ ურუშაძეს, იგივე გუნდის პრეზიდენტს, აბდალაი ხალხის ფულის მის გემოზე მხარჯველს, კითხვა დავუსვი-თუ ვინ არის "გურიას" ახალი სპონსორი? ლანხუთიდან არაფერს ითხოვსო-მიპასუხა, რა მნიშვნელობა აქვსო. გეკითხებით, ფულს ინტერესის გარეშე დახარჯავს? თუ ასეა, მაგარი აბდალაი ყოფილა. ანდა, აი ჩვენი გამგებელია კაი ყალთაბანდი"-წერს ჩხაიძე, რომელსაც ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ამირან გოგინეიშვილი ეხმაურება: " სპონსორს თავისი გათვლა აქვს, ინვესტორს თავისი. თავისუფალ ბაზარზე სხვა წესი არ არსებობს. სხვანაირად ან იძულებაა, ან, ფუი ეშმაკს და ტოტალიზატორის სუნი დადგება".


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42