კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22 იანვრის 10:00 საათიდან, 23 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძისა და მე-2 ნავთლუღის ქუჩებს, ქვემო და ზემო ფონიჭალას და სამგორის რაიონის რამდენიმე დასახლებას.
ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება 23 იანვრის დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






