„აქ არ არის კახაზე საუბარი. სამინისტროს პოზიცია მე გავჟღერე როცა სიჭინავა იყო პრეზიდენტი, რა გამოდის მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს. ჩემთვის მთავარია, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ასობით ათასი ვუხადოთ სხვადასხვა ტიპის მწვრთნელებს, მე მგონია რომ ამისთვის მზად არ ვართ და თუ ფედერაციას სწორად მიაჩნია და აქვს ამის რესურსი მოიძიოს და გადაუხადოს“- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ხეჩიკაშვილი მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის დაძაბულობის შექმნის მიზეზად დაასახელა. მისი თქმით ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი ნაკრებიდან გაშვება უნდა.რადგან მინისტრი მის შემცვლელად ერთ-ერთ პიროვნებას ლობირებს. ცხადაძის განცხადებით ხეჩიკაშვილი არ აპირებს ფეხბურთს ხელფასების კუთხით დაეხმაროს.
მასალის გამოყენების პირობები






