დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 2 დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
საზოგადოება - 15:56, 21 Jan, 2016     1524

დღეიდან კლინიკა „მედსი“ (მის:ქიაჩელის18) და „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (მის:წინამძღვრიშვილის57) 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ვირუსულ პაციენტებს საშუალება ექნებათ, ოჯახის ექიმის კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევები სადღეღამისო რეჟიმში მიიღონ.

ხვალიდან კი 112-ში ახალი პროტოკოლი დაინერგება და ყველა ვირუსული გამოძახება არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არამედ საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ხვალიდანვე ოჯახის ექიმები გამოძახების რეჟიმზე გადავლენ. ამ ჩამონათვალს ქალაქის სხვადასხვა წერტილში პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე ცენტრი დაემატება, მათ შორის ერთ-ერთი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს სამსახურებრივი მანქანები განთავსდება. ვირუსულ გამოძახებებზე ოჯახის ექიმები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილებითაც გავლენ. სპეციალურად ამისთვის, ცენტრმა ხუთი სატრანსპორტო საშუალება გამოჰყო.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის ნორმალიზებისკენაა მიმართული და გრიპის ეპიდემიის საშიშროებით არ არის განპირობებული. როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა 60% არამიზნობრივია და ამის გამო ბოლო პერიოდში, დედაქალაქში გადაუდედებელი დახმარების მიწოდების პრობლემა დადგა. მოიმატა როგორც დაყოვნებული, ისე შეუსრულებელი გამოძახებების რაოდენობამ. საოჯახო მედიცინის ცენტრის ამოქმედება აუცილებელია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების რესურსი მოხმარდეს გადაუდებელ შემთხვევებს და მათ არ შეითავსონ ოჯახის ექიმის ფუნქცია, ისე, როგორც ეს ხდება ახლა. „ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზებისთვის და არა პირიქით - მათ საგანგებო რეჟიმზე გადასაყვანად“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვირუსული პაციენტების სადღეღამისო მედიცინის ცენტრების ამოქმედების გადაწყვეტილება გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო თათბირზე მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42