"ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ჩემი შეთავაზება არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 %, შესარჩევ ეტაპზე მ-3 ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.
მე ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა - თქვას, თუ არა და, დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა.
ყველაზე ნორმალურ სიტუაცის მქონე ნაკრებში შეიქმნა გაურკვევლობა. ენთუზიაზმია, პოზიტივია შესარჩევი ეტაპის წინ.
პირველი ექვსი თვე ყველანაირი მდგომარეობიდან გამომდინარე ანაზღაურების გარეშე დავთანხმდი მუშობას. ხელფასი წინა მწვრთნელებთან შედარებით 60%-ით შევიმცირე.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები იყო, მუშაობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ფეხბურთელებს არავითარი ოპტიმიზმი არ ჰქონდათ და ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ“- აღნიშნა ცხადაძემ.
ცხადაძის თქმით სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არ აპირებს ფეხბურთს ხელფასების კუთხით დაეხმაროს:
„როდესაც დავბრუნდი გერმანიის თამაშის მერე, ვთქვი, რომ მესამე ადგილისთვის ფეხბურთელებისთვის ფინანსური კონპენსაცია იყოს. ერთ-ერთ ტელევიზიის გადაცემაში კი სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს დაბალი და უნდა იყოს ბონუსური სისტემა. პირად საუბრებში მან განმიცხადა, რომ წინააღმდეგია, ხელფასი გადაიხადოს ჩემს მუშაობაში.
მე ვუთხარი მინისტრს რომ მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ფეხბურთის ფედერაციის დახმარება, მან პირდაპირ მითხრა, რომ ხელფასების კუთხით არ აპირებდა დახმარებას.
გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ყოველდღე მეკონტაქტებიან - მათაც აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ამიტომ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია, გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული"- განაცხადა ცხადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






