ერთი დღე თავდაცვის მინისტრის რანგში - 17 წლის გოგონას ასრულებული ოცნება
საზოგადოება - 13:48, 21 Jan, 2016     1509

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ნანა ტუღუშს თავდაცვის სამინისტრომ სურვილი აუსრულა. 17 წლის გოგონამ ერთი დღით უწყების ხელმძღვანელის როლი მოირგო. მას თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და უწყების წარმომადგენლებმა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა პირადად გააცნეს, შემდეგ კი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაშიც ჩართეს.

„პატარა მინისტრს“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მუშაობის თავისებურებები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გააცნო. თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე კი მას თავდაცვის მინისტრის გარდა მისი მოადგილეები ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე ესაუბრნენ. გოგონას სპეციალური ანგარიშით დახვდნენ მიმდინარე ოპერაციების ცენტრშიც.

დღის ბოლოს თავდაცვის მინისტრი ნანა ტუღუშთან ერთად „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ ესტუმრა. თინათინ ხიდაშელი ფონდის აღსაზრდელებს გაესაუბრა და მათი სურვილები მოისმინა. პატარებმა თავდაცვის მინისტრისგან საჩუქრები და სამხედრო ნაწილში მასპინძლობის დაპირება მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებები, როცა ადამიანებს მოტივაციას უმაღლებ და შესაძლებლობას აძლევ, სურვილი აისრულოს. არ ვიცი, ეს დიდი ოცნებაა თუ მცირე, მაგრამ, რადგან ასეთი სურვილი არსებობს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური დღე ვაჩუქოთ პატარებს. მადლობა მინდა ვუთხრა ბავშვებს თავდაცვის უწყებით დაინტერესებისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა გიყვარს და გსურს, ინტეგრირებული იყო ამ პროცესში. მადლობა ნანიკოს, რომელმაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყების, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა. ჩვენ ამ ბავშვებს სამხედრო ნაწილშიც ვუმასპინძლებთ და შევეცდებით, ბევრი ლამაზი დღე ვაჩუქოთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება და ბავშვთა მკურნალობის, მათი რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42