დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოუწოდებს საზოგადოებას, გაციების შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს, რათა თავიდან იქნას აცილებული ქრონიკული დაავადება.
ასევე მიმართავს ყველას, ვისაც ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდება, არ გავიდნენ სამსახურებში.
„სამწუხაროდ, აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა ზუგდიდში საკმაოდ მძიმე ქრონიკული დაავადებით. დადასტურდა დიაგნოზი, რომ იყო გრიპი. ეს ვირუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადის, ისევე როგორც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში, ევროპის მთელ რეგიონში. ათიათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი ყოველგვარი გართულების გარეშე, ზოგმა მძიმედ, ზოგმა უფრო მსუბუქად. მთავარი და ძირითადი რჩება ეიქმთან დროული მიმართვა. ასევე თხოვნა იქნება, რომ ავადმყოფმა ბავშვებმა არ იარონ სკოლებში, ჯანმრთელებმა უნდა იარონ. ასევე სამსახურში არ უნდა იარონ ავადმყოფებმა, რადგან ისინი ავრცელებენ გრიპს", - განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან ერთად სასწრაფო-სამედიცინო სამსახურები და კლინიკები საგანგებო რეჟიმზე გადადიან. დღეს დასახელდება ის კლინიკები, რომლებიც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






