შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მოხდა, სადაც 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი ნახეს. თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე კი ოჯახის ინფორმაციით ქალი, ღალატის ბრალდებით ქმრის ნათესავებმა, სოფლის ცენტრში, ადგილობრივებისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან რამდენმე დღეში პოლიციამ გარდაცვლილი ქალის ქმარი აჯი გასანოვი დააკავა.
აჯი გასანოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოჯახი ყვება, რომ ის მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამანაშავე პირების დაკავებას სამართალდამცავებს სთხოვდა, თუმცა პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. რის შემდეგაც მან შურისძიება თავად გადაწყვიტა და ერთ-ერთ პირს იარაღი ესროლა.
აჯი გასანოვის მიერ დანაშაულის ჩადენის პროვოცირებაში პროკურატურას და სამართალდამცავებს ადანაშაულებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. საქმე სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხდა.
რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები