კლინიკის ინფორმაციით, შემთხვევების მატება დაიწყო დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისიდან. მომდევნო 4-5 კვირის განმავლობაში, ეს შემთხვევები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.
ექიმები ყურადღების გამახვილების რეკომენდაციას აძლევენ იმ მშობლებს, რომელთა ბავშვები რისკის ჯგუფებში მყოფებად მოაზრებიან. მათ შორის, დღენაკლულები, ასევე მცირე მასის მქონე ჩვილები.
როგორც "ნიუპოსტს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან აცნობეს, გადაუდებელი მედიცინის, რესპირაციული მედიცინის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები მზად არის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მქონე პაციენტების მისაღებად, საავადმყოფოს გააჩნია როგორც ინფრასტრუქტურული, ისე მედიკამენტური და პროფესიონალური რესურსი ასეთ შემთხვევათა მართვისთვის.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2016 წლის ორი კალენდარულიკვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248-ს 100 000-ზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია გრიპის ეპიდემიური ზღურბლთან (450-500 შემთხვევა 100 000მოსახლეზე) შედარებით.
მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 2015-16 წლის სეზონზე გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ხასიათდება მატების ტენდენციით: თუ 2016 წლის პირველ კვირას გრიპის (A/H1N1) 3 შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე კვირას ასეთი 8 შემთხვევა იყო. სულ 2015 წლის 30 ნოემბრიდან დღემდე დადასტურდა გრიპის 23 შემთხვევა.
მ.იაშვილის საავადმყოფოში ბოლო 5 კვირის მანძილზე (2015 წლის 52-53-ე და 2016 წლისპირველი და მეორე კვირა) აღინიშნება გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებებით მომართვიანობის და ჰოსპიტალიზაციის მატების ტენდენცია.
გრიპით დაავადებულ ყველა პაციენტთან მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, არც ერთ მათგანთან მდგომარეობა არ გართულებულა და არ დამდგარა მათი კრიტიკულ მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანის აუცილებლობა, მათი უმრავლესობა უკვე გაეწერა გამოჯანმრთელებული და ამჟამად მხოლოდ 5 აგრძელებს მკურნალობას რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში.
მივმართავთ მშობლებს, თუ თქვენ შვილს მწვავედ განუვითარდა შემდგომი კლინიკური სიმპტომები: ცხელება >380С და ერთი ან მეტი ჩამოთვლილთაგან: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, რინორეა/ცხვირის გაჭედვა, ღებინება/დიარეა, ქოშინიან სუნთქვის უკმარისობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში -თუ ძუძუს წოვის შეუძლებლობას შეამჩნევთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს" - აღნიშნავენ იაშვილის კლინიკაში.
მასალის გამოყენების პირობები






