"მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა‬!" - პარლამენტთან ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება
საზოგადოება - 15:01, 20 Jan, 2016     1983

ხვალ პარლამენტის შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები და არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი მარკვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად შსს-ს კანონპროექტს გააპროტესტებენ, რომლის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ იგეგმება.

„21 იანვარს, 12:30 თბილისში, პარლამენტის შესასვლელთან (უკნა მხარეს) მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები და არასამთვრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გააპროტესტებენ კანონპროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას, ცხრა წლის ზემოთ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფის 500%-ით გაძვირებას და მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის შემოღებას.

როგორც ცნობილია, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აღნიშნილი კანონის მიღებას. შესაბამისად, 21 იანვარს, 13:00 საათზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ჩაინიშნა სხდომა, სადაც შსს-ს წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან ატრიბუტებით როგორიცაა: ტრანსფარანტები, საჭე და სხვა. საზოგადოებისთვის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ამ ეტაპზე არ მოიყვანენ ავტომობილებს.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი, რომლითაც ვერც საცობების, ვერც უსაფრთხოებისა თუ ეკოლოგიურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამაგიეროდ შეზღუდავს საქართველოს მოქალაქეთა არჩევანის უფლებას: ჰყავდეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42