29 წლის ნიკას ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება - რას აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები(ფოტო 18+)
კრიმინალი - 16:20, 19 Jan, 2016     8750
"ნიუპოსტმა" ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მომხარი ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალების მოპოვება შეძლო.

როგორც ჩვენს კორესპოდენტს გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელიას დედამ, ნანული ქობალიამ განუცხადა, მისი შვილი მოკლულია და ამას ცხედარზე აღმოჩენილი ძალადობის ნიშნებიც ადასტურებს.

ნანული ქობალიას ინფორმაციით, მისი შვილი ნაწამებია. გარადაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი რძალმა ელისო ქირიამ მოკლა და მიიმალა.

კვარაცხელიას ოჯახის წევრების განცხადებით, ელისო ქირია პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გარდაცვლილის და აცხადებს, რომ სამი წლის წინ ქირიამ ბასრი საგნით მისთვის დაზიანების მიყენება სცადა.

ნესტან კვარაცხელიას თქმით, მან სასამართლოში იჩივლა და ბოლო პერიოდი რძალთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა.

29 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. ისინი შს სამინისტროს მოუწოდენენ საქმე დროულად გამოიძიონ.

გადაცვლილის ბებია დუსია ბჟენავა შვილიშვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თქმით, გარდაცვლილმა ცოლის მიერ სოციალურ ქსელში უცხო მამაკაცთან მიმოწერის შესახებ შეიტყო, ურთიერთშელაპარაკების დროს კი ცოლმა მეუღლეს დაზიანებები მიაყენა, ბოლოს კი ცივი იარაღით გულ მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.
კვარაცხელიას ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ზურგსა და იღლიაში, ასევე კისრის მიდამოში ნაკბენი აღენიშნება.
29 წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეზობელმა იპოვა. როგორც ის აცხადებს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე არ უნახავს.
ზუგდიდში მომომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც უწყებაში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა მუცლის არეში.

დანიშნულია ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

რედაქცია გაფრთხილებთ, რომ სუსტი გულის მქონე ადამიანებისა და არასრულწლოვნებისთის სტატიაში გამოყენებული ფოტომასალის ნახვა არარეკომენდირებულია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42