პროკურორის მკველობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ვახტანგ ქირიას ოჯახს უსამძიმრებს.
ნიკოლოზაშვილი მოკლული პროკურორის ოჯახს მიმართავს, რომ ჩაატარონ დამოუკიდებელი ექსპერტიზა.
როგორც კუჭავას მეუღლე ამბობს, ორივე საქმის მიმართ ოჯახები უნდა გაერთიანდნენ და სიმართლე დაადგინონ.
„ჩვენს შორის შუღლია ჩაყრილი. ჩვენ ვართ ნათესავები. მინდა ვთხოვო ქირიას ოჯახს, ალბათ ეს მათ ინტერესებში შედის, რომ გავარკვიოთ ყველაფერი. ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და იქნება ამის სურვილი მათაც ჰქონდეთ და მათაც ჩაატარონ დამოუკიდებლად ექსპერტიზა. უნდა გავერთიანდეთ ამ საქმეში“, - ამბობს ნიკოლოზაშვილი.
როკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ კუჭავას სხეულზე არსებული დაზიანებები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ამყარებს.
მასალის გამოყენების პირობები






