საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს და მე - 11 კლასელებს სთავაზობს ექსკლუზიურ სერვისს, მოსამზადებელ ტრენინგებს „მოვემზადოთ სტუდენტობისთვის საქართველოს უნივერსიტეტში“.
ტრენინგები მიზნად ისახავს აბიტურიენტების დახმარებას:
1) სტრესის მართვის თვალსაზრისით ეროვნული გამოცდების განმავლობაში;
2) პროფესიის შერჩევას;
3) სტუდენტებისათვის მომზადების პროცესში.
ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები და სპეციალისტები. დამატებით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მიმდინარე ლექციებს, ინტერესის სფეროდან გამომდინარე.
ტრენინგები იწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში, მაისის ჩათვლით. თითო ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მოცემული ტრენინგებიდან ერთ - ერთი ან დაესწროს სამივეს, მისთვის სასურველ დროს.
ტრენინგებზე დასარეგისტრირებლად და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
მასალის გამოყენების პირობები






