სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია ქავთარაძის ქუჩაზე, #24-ში, პირველ სართულზე გარდაცვლილი 16 იანვარს იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც გუშინ დილით თავი მოიკლა.
შემზარავი მკვლელობისა და თვითმკვლელობის შემდეგ, ბიძინა კუჭავას გვარმა სხვა გახმაურებულ მკვლელობასთან კავშირის კონტექსტშიც გაიჟღერა.
საქმე ეხება 2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ახლობლების მიერ გაკეთებულ სკანდალურ განაცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის მკვლელობა სწორედ კუჭავას უკავშირდება.
მაღალდაძის მეგობარი მამუკა გუგეშაშვილი აცხადებს, რომ კუჭავას მაღალდაძის ვალი ჰქონდა.
"ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა ბიძინა კუჭავაზე. თვითონ თუ არა, მაგის დაკვეთით მოკლა ვიღაცამ“ - აღნიშნავს 2007 წელს მოკლული ბიზნესმენის მეგობარი.
გუგეშაშვილის ინფორმაციით, მაღალდაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში კუჭავა არაერთხელ დაკითხეს.
საზარელ მკვლელობაზე და მასში ბიძინა კუჭავას მონაწილეობაზე კომენტარი გაკეთდა ბრალდებულის ოჯახის მხრიდან.
კუჭავები ირწმუნებიან, რომ გარდაცვლილს ისეთი დაზიანებები აღენიშნება, რომელიც მკვლელს არ უნდა ჰქონდეს.
როგორც „ნიუპოსტს“ "საქართველოს ხმის" დირექტორმა მამუკა კუჭავამ განუცხადა, გარდაცვლილს, თითი აქვს მიკერებული, ფეხი ისე აქვს დაზიანებული, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შემდეგ სიარული შეძლოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას“.
-პირადად თქვენ ნახეთ აღნიშნული დაზიანებები?
- ოჯახის წევრებმა დაათვალიერეს ცხედარი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. ფეხიც დაზიანებული აქვს.
- რა ინფორმაცია გაქვთ იმ პირებზე, რომლებიც გარდაცვალების დროს კუჭავას ავტომობილში იმყოფებოდნენ?
- ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვისთან ერთადაც კუჭავა. არც მე გამიგია რაიმე მათ შესახებ.
- რატომ გადაწყვიტეთ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა?
- გვინდა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. ველოდებით ნიკოლეიშვილს.
- ერთ-ერთი ვერსიით კუჭავამ ქირია ფინანსური დავის გამო მოკლა...
- ბიძინას ვალი არ ჰქონია, ჩემთან პაატა ქირიაზეც არასდროს უსაუბრია. ვიცი რომ შორეული ნათესავები იყვნენ.
-მამუკა კუჭავს 2007 წელს მომხდარ მკვლელობაშიც ადანაშაულებენ...
- პუბლიკაციის დონეზე, ჟურნალისტებისგან გავიგე ეს ამბავი. 2007 წელს მომხდარ მკვლელობაზე ახლა რატო ალაპარაკდნენ, თუ დამნაშავე იყო დაეჭირათ.
- როგორ დაახასიათებდით კუჭავას?
- საქმიანი, ძალიან დადებითი ადამიანი იყო. მე მასთან ახლო-საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებს, ისინი მკვლელობის სწაფ გამოძიებას და შემზარავი ფაქტის მოტივის დადგენას მოითხოვენ.
„ერთადერთი, რაც ვიცი არის ის, რომ ჩემი მაზლი იყო ყველაზე ერთგული, სანდო, პროფესიონალი, მოსიყვარულე ადამიანი. დანარჩენი ყველაფერი ჭორია. კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და ისედაც არ გვქონდა არანაირი ვერსია და ეხლა მითუმეტეს. მოტივი გვაიტერესებს დანაშაულის ჩადენის, მაგრამ ოჯახის წევრები ვერანაირ დასკვნას ვერ ვაკეთებთ“, - ამბობს ვახტანგ ქირიას ძმის ცოლი რუსუდან პაჭკორია.
ქირიას ოჯახის წევრები ინფორმაციით, პროკურორს და ბიძინა კუჭავას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "რადიო საქართველოს" ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც სიცოცხლე პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ დაასრულა.
შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, სწორედ ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.
შსს-ს ცნობით, ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე მას შემდეგ გავიდა, რაც მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს.
მოკლული პროკურორის ცხედარი ოჯახის წევრმა ამოიცნო. ვახტანგ ქირიას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა კეფაში აქვს მიყენებული.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები