გოგონა, სავარაუდოდ, ხიდიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლიდან დილის 7 საათზე გაიპარა. მათი ინფორმაციით, ცხედარს ტანსაცმლის ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს აღებული და, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მოტივს განმარტავს.
სკოლაში, სადაც გოგონა სწავლობდა, შემთხვევის შესახებ დღეს დილით შეიტყვეს. სასწავლებლის ადმინისტრაციაში თვითმკვლელობის მიზეზზე საუბარი უჭირთ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვს დეპრესიის ნიშნები არ ჰქონია, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი იყო, გამოირჩეოდა ხატვის ნიჭით.
მარღოშვილის კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ გოგონა დადებითი, კეთილი და ზრდილობიანი იყო. მისი ინფორმაციით, თ.-ს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და არა მარტო კლასელებთან, არამედ მთელი სკოლის მოსწავლეებთან მეგობრობდა. მასწავლებლის თქმით, გარდაცვლილი ძალიან კარგად ძერწავდა და იანვრის თვეში ხელოვნების სკოლაში აპირებდა სწავლას.
წყარო: kvira.ge
მასალის გამოყენების პირობები






