მსახიობი ლალი ბადურაშვილი თბილისის ცენტრში არსებული ველოსიპედის ძეგლის დაზიანებას აპირებს, ამის შესახებ ის გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს:
ვერაფრით ვეგუები იმას, რომ სააკაშვილის მიერ დატოვებული ველოსიპედი ისევ თბილისის შუაგულშია წამოჭიმული. არაფერს ვამბობ იმ ორ მილზე, ავლაბრის აღმართზე ულამაზეს ხედს რომ ამახინჯებს, მათი აღება, შესაძლოა, დიდ თანხებტან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ამ ველოსიპედის გატანა რაღა გახდა?! ცოტა ხანს კიდევ ვაცდი მთავრობას და თუ არ იმოქმედებენ, ჩაფიქრებული მაქვს, სააკაშვილის საყვარელი ქანდაკება ჩაქუჩით დავჩეჩქვო. ამას აუცილებლად გავაკეთებთ მე , ქეთუნო კიკნაძე , ნელი კობიაშვილი და ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე. როდემდე უნდა ვუყუროთ მიშას ნახუშტურალს?! გადაიტანეთ ვაკის პარკში ან ზოოპარკში, სადაც ბავშვები დადიან, რა უნდა იქ? იცოდეტ, ველოსიპედს რომ დავჩეჩქვავ, ჯარიმასაც არ გადავიხდი და ჩამსვან ციხეში, თუ არ შერცხვება ამ მთავრობას.
ან როდემდე უნდა გვაცქერინონ იმ კოშმარს, გმირთა მოედანზე რომ არის აღმართული?! არ რცხვენიათ?! ამ „ფალოსზე“ ომში დაღუპული ბიჭების სახელები წერია, რაც მათდამი პატივისცემა კი არა, მასხარად აგდება და შეურაცხყოფაა...“- აცხადებს ლალი ბადურაშვილი.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






