შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აბაშიძის ქუჩის N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ფეხში დაჭრა 1992 წელს დაბადებული დავით დ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე, სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას.
გამოძიება ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები