ამასთანავე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი იმ ბინასთან დაკავშირებით, სადაც მოკლული პროკურორის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ბინა მუდმივ მაცხოვრებელს არ ეკუთვნოდა და ის ქირავდებოდა.
ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის, 24-ე კორპუსთან ოჯახის წევრების და ახლობლების გარდა მისულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის პირველი პირები.
სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია 13 იანვარს გაუჩინარდა. მისი ახლობლების თქმით ის სახლიდან უცხო პირების მიერ მის ტელეფონზე განხორციელებული ზარის შემდეგ გავიდა. სახლიდან გასვლის შემდეგ ოჯახის წევრებმა მასთან დაკავშირება მხოლოდ ერთხელ შეძლეს. ქირიას ტელეფონი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, თავად პროკურორს და მის ავტომობილს კი სამართალდამცავები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები