20 წელზე მეტი 8 ოჯახი წყლისა და გათბობის გარეშე - თემა რომელზეც რეაგირება არ მოჰყოლია
საზოგადოება - 17:24, 16 Jan, 2016     1407
8 ოჯახი ჩოხატაურში ყოფილი სპორტსკოლის შენობაში ცხოვრობს, ყველა მთაგანი სოციალურად დაუცველია. რამდენიმე ბინადარმა, როგორც „გურიის მოამბეს“ განუცხადეს, სოციალურად შეჭირვებლთა სტატუსი დაკარგა და აღდგენას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

„მეცხე წელია აქ ვცხოვრობ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვზრდი ორ შვილს. აქ გაიზრდება ბავშვები? თოვლმა კიდევ უფრო დაამძიმა აქ არსებული სიტუაცია, შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს და საშინელი ტრაგედია დატრიალდეს აქ. ძალიან რთულ სიტუაციში ვართ, თუ ვინმეს მიხმარება სჭიდება დავეხმარებით და იქ აღებული ფულით ვყიდულობთ პურს“.

ყოფილი სპორტსკოლის შენობაში შეხიზნულებმა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან სხვა შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით შემოთავაზება რამდენჯერმე მიიღეს. ბინის დანგრევის საშიშროების მოლოდინში მცხოვრები ოჯახები, როგორც თვითონ აცხადებენ, თავს მოტყუებულადაც გრძნობენ რადგან, უკვე რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების მათ საკუთრებაში გადაცემა კვლავაც მხოლოდ მშრალ დაპირებად რჩება.

„ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიულ ფართს, როგორც ოზურგეთში გაკეთდა და სხვა ნორმალურ ქალაქებში, ისე გააკეთონ აქ. თუ არ კანონდება ეს ფართები, დროებით შეგვიშვან სხვა ადგილზე“.

შენობა სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს ფაქტობრივად, იშლება. კედლები გაბზარულია და ყოველი წვიმის შემდეგ მდგომარეობა უარესდება. ადგილობრივების თქმით, შენობაში საშინელი ანტისანიტარიაა. არ ასებობს კანალიზაცია და შენობის პირველი სართული ფეკალური მასით ივსება. ავარიულ შენობაში წვიმის წყალი ჩადის, აყრილია იატაკი, დაზიანებულია შენობის კარ-ფანჯარა. მოსახლეობის თქმით, დასახლებაში პრობლემაა სასმელი წყალიც. ისინი ხელისუფლებისგან დანაპირების ასრულებას ითხოვენ, ანუ ალტერნატიულ ფართს, სადაც ადამიანურად იცხოვრებენ.

როგორც, აქ მცხოვრები მოსახლეობა განმარტავს, მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, დანგრევის პირას მყოფი ავარიული კორპუსის არც რეაბილიტაცია და არც დემონტაჟი ამ დრომდე არ მომხდარა: ,,ბევრი ვიარეთ არჩევნებზე ოცნების შტაბში, მაგრამ ჩვენი პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა“, – აცხადებენ ავარიულ შენობაში მცხოვრებლები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ მოსახლეობა შეთავაზებაზე მხოლოდ ერთი მიზეზით ამბობდა უარს, ეს მიზეზი კი ისაა, რომ მათ სურს ეს ფართები საკუთრებაში მიიღონ. მუნიციაპლიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ პროექტზე მუშაობენ და ეს ყოფილი სამშობიარო სახლის შენობის გარემონტებაა. შენობის გარემონტებას 160 ათასი ლარი ჯდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ სოციალური საცხოვრისი, რომელის ყოფილი სამშობიაროს ფართში განთავსდება. შესაბამისად ხარჯთარიცხვა უკვე მზადა გვაქვს, გუბერნატორთან არსებულმა საკორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მოგვიწონა, პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგზავნილია. ამავე დროს ვმუშაობთ დონორებთან, თანადაფინასებისთან ერთად იქნებ დონორებიც ვიპოვოთ. იმედი მაქვს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენს ამ პროექტს დააფინასებს და ეს პროექტი ითვალისწინებს 19 კეთილმოწყობილი ოჯახის შექმნას“. - აცხადებს ირაკლი კუჭავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42