როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი"
"ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება" - განმარტავს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„ეკო ტრანსპორტ ცენტრი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძის განცხადებით, ორგანიზაციამ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად აქტიურად დავიწყო ადვოკატირების სამოქალაქო კამპანია, ,,გავმართეთ რამოდენიმე გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია და სხვადასხვა აქტივობები, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. შსს-ს სურდა კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით გაეტანაა, თუმცა, საპროტესტო აქციების ფონზე მსგავსი უსამართო გადაწყვეტილების მიღება მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა და კანონპროექტი დარეგისტრირდა ჩვეულებრივი წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ განხილვები გაგრძელდება მინიმუმ ორ თვეს.
როგორც პრემიერ მინისტრი აცხადებს, ის არ აპირებს უკან დახევას, რათქმაუნდა უკან დახევას არ ვაპირებთ, არც ჩვენ, არც ერთი ნაბიჯით უკან!“ - აცხადებს ურუშაძე.
მისი განმარტებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების როლი საცობების წარმოქმნაში ისეთივეა, როგორც მარცხანასაჭიანი ავტომობილის, შესაბამისად აღნიშნული რეგულაციის მიღებით ვერც საცობების პრობლემას აღმოვფხრით და ვერც მოსალოდნელ სატრანსპორტო კოლაფსს ავირიდებთ თავიდან. ,,თუ გვსურს თბილისში მოძრაობის განტვირთვა და საცობების პრობლემის მოგვარება, აუცილებელია ხელისუფლებამ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, უპასუხოს გაზრდილი ავტოპარკის გამოწვევას და განავითაროს საგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გააჯანსაღოს მუნიციპალური ტრანსპორტი, შეიმუშაოს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, მოაგვაროს პარკირების პრობლემა, გამართოს როგორც შუქნიშნები ასევე საგზაო ნიშნები, განავითაროს ქვეითების ინფრასტრუქტურა, გაზარდოს საპატრულო პოლიციის კომპეტენცია, შეიმუშაოს ქალაქის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სწორი ხედვა და სხვ.
აღნიშნული რეგულაცია ვერც ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციას შეაჩერებს ქვეყანაში, მეტიც ჩვენი გათვლებით მივიღებთ ბევრად მეტად ტექნიკურად გაუმართავი იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას ქვეყანაში, რომლებიც მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.
შესაბამისად როგორც უკვე ავღნიშნე ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილებას ადვოკატირებას გაუწევთ საპარლამენტო მოსმენებისა და განხილვების დონეზე, მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს. პარარელურად საქართველოს მასშტაბით გავაგრძელებთ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს და თუ საქართველოს პარლამენტი მხარს მაინც დაუჭერს კანონპროექტს, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში ევროპის სასამართლოში“ - აცხადებს ურუშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






