გლდანის მაცხოვრებლებს წყალმომარაგების აღდგენამდე წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდიან
საზოგადოება - 13:47, 15 Jan, 2016     4416

GWP-ის განცხადებით, შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ ღამიდან, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს გლდანის რაიონში, ე.წ. შეშელიძის ხევში გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, რომელიც გუშინ საღამოს დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები რთულ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ერთი მხრივ, მაგისტრალურ მილამდე მისასვლელი გზა დაჭაობებულია ხევიდან ჩამდინარე წყლებით, მეორე მხრივ კი, წყლის მაგისტრალის სიახლოვეს ასევე გადის ფოლადის სხვა კომუნიკაციებიც.

იმ მიზნით, რომ უშუალოდ დაზიანების ადგილამდე კომპანიის სპეცტექნიკამ და საავარიო ბრიგადებმა მიაღწიოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე გზის მოწყობის სამუშაოებს ატარებს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოების დაწყება გზის გაყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონში წყალმომარაგება გუშინ, საღამოს 10 საათიდან შეწყვეტილი აქვს:
გლდანის „ა“, I, II, III, IV და თემქის IV მ/რაიონებს, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებულ ორგანიზაციებს, ანდრონიკაშვილის მე-2 და მე-3 შესახვევებს, შეშელიძის, ბარისახოს, ჭრებალოს, ერწოს, ხეჩუაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის. ასევე, წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე კომპანია აბონენტებს წინასწარ, ინდივიდუალურ SMS-შეტყობინებას გაუგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდისhttp://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია ჩამოთვლილ უბნებს სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42