მოცეკვავე მზია ორველაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში „საქართველოს თასის" მფლობელი ცოტა ხნის წინ გახდა. ბევრი მილოცვაც მიიღო და ბევრს ისიც გაუკვირდა როგორ დათმო ჩემპიონობა სალომე ჭაჭუამ. მართალია მზია დიდად სკანდალური ისტორიებით არ გამოირჩევა და ხალხის ყურადღებას ამით არასდროს იქცევს, თუმცა ჟურნალ „სარკესთან“ იმდენად გულწრფელად ისაუბრა, რომ ბევრისთვის უცნობი ისტორია გააჟღერა. კერძოდ წარსულში მისი და გიგი გაჩეჩილაძის რომანის ტაობაზე.
„იმის გამო, რომ ის იმარჯვებს და მე – ვერა, სალომეს მიმართ ცუდად განწყობილი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ბავშვობაში რომ ვკამათობდით, ეს ყველამ იცის. ეს მაშინ ხდებოდა, როცა გიგი გაჩეჩილაძეს ვხვდებოდი და სალომეს გიგი უყვარდა. ბავშვურად ვკამათობდით, სერიოზული ჩხუბი არასდროს გვქონია. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი არსებობს, ვინც ჩემზე ჭორების აგორებას დღემდე ცდილობს, მაგრამ იმდენად მეგობრული ადამიანი ვარ, ცუდად არავის მიმართ ვარ განწყობილი“- ამბობს მზია ორველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






