სამხედროები ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად (ფოტო)
საზოგადოება - 17:50, 14 Jan, 2016     1610

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ „Dallas Mavericks“-ის ქართველი კალათბურთელის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ შოუში – „All Stars“ ზაზა ფაჩულიას ასპარეზობისთვის მხარდასაჭერ ღონისძიებაში „კრწანისის“ პირადი შემადგენლობა ჩაერთო. აქცია დეველოპერული კომპანია „Royal Group“-ის წარმომადგენლის ზურაბ თალაკვაძის ორგანიზებით განხორციელდა.

მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში, დღესვე, კომპანიის წარმომადგენლებმა - ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და საკალათბურთო კლუბ „არმიას“ ყოფილმა კალათბურთელმა ტუჯანი ტალბამ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ამხანაგური მატჩი გამართეს. ღონისძიების ბოლოს კი სტუმრებმა ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ დაათვალიერეს და ერთმანეთს სიმულაციურ სროლებშიც გაეჯიბრნენ. სტუმრებმა ცენტრის პირად შემადგენლობას საჩუქრად კალათბურთის ბურთები, ფაჩულიას გამოსახულებით მაისურები და ქართველი კაპიტნის მხარდასაჭერი ფლაერები გადასცეს.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამშვიდობოებმა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია თავდაცვის სამინისტროსა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან ერთად უკვე გამართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42