13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცა
საზოგადოება - 15:39, 14 Jan, 2016     1639

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თბილისის მერიასა და ვაკის გამგეობასთან ერთად, 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადასცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკა თბილისის მერიის განკარგულებით დამტკიცებულმა სტიქიით დაზარალებულმა 234 ოჯახმა მიიღო.

დაზარალებულებს ტექნიკა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ გადასცეს.

„წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებითა და კერძო დონორების მხარდაჭერით, დღეს სტიქიით დაზარალებულ ყველა ოჯახს გადაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. თბილისის მერიის მიერ პრაქტიკულად დასრულებულია საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილი. 50 ოჯახს მიღებული აქვს შესაბამისი კომპენსაცია და ეს შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მეორე კატეგორიის დაზარალებული ოჯახების სახლების რეაბილიტაციის პროცესი, ასევე ბოლო გადაწყვეტილებით, ყველა დაზარალებულ მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და დაუზიანდა ავტომობილი, ისინი მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სტიქიით დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინეს შემდეგმა კომპანიებმა: ბანკი რესპუბლიკა, BP საქართველო, ვიმ-ბილ-დან საქართველო, Delloite, KPMG.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42