საქართველოში დღეიდან ამინდის გაუარესებაა მოალოდნელი.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 14-15 იანვარს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ქარი, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი და ქარბუქი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში +14 გრადუსი. ყინვაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. ტემპერატურა იქ -9 გრადუსი იქნება.
წვიმაა და ქარია მოსალოდნელი მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +10 გრადუსამდე გათბება.
უამინდობა საქართველოში 16 იანვრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






