„დგება დრო და რაღაც მთავრდება... სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა“- ნანკა კალატოზიშვილი მეუღლესთან დაშორებაზე ალაპარაკდა
საზოგადოება - 13:36, 13 Jan, 2016     16722

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და კალათბურთელი ირაკლი კეიდია რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ არც ერთი არ საუბრობდა. როგორც ჩანს ნანკა ჟურბალ „სარკესთან“ ინტერვიუს დროს გულახდილად ალაპარაკდა და მან მეუღლესთან დაშორებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით. მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები. ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია და ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება. ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ეს ნელ-ნელა გამოიკვეთა. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ. მე არ მიყვარს ურთიერთობებში გაურკვევლობა. თუ ვხედავ, რომ ერთად ყოფნის ეტაპი დასრულდა, დროს არ ვწელავ და მიზეზებს არ ვეძებ ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევრიგდებით. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტებაა; არასოდეს თქვა არასოდეს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ყოველთვის ნორმალურ ურთიერთობას შევინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ჩვენ ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42