იმავე დღეს, ასევე ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები DIPHNOKIM - 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE- 10 აბი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 11 იანვარსაც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ნ.ი.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი APRANAX PLUS აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები