2015 წელს საქართველოს აეროპორტები მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურნენ
საზოგადოება - 10:08, 13 Jan, 2016     3050
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.57%-ით (252 492 მგზავრით) არის გაზრდილი.

6.60%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. 2015 წლის შეჯამებული მაჩვენებელი 123 364 ერთეულ გადაფრენას შეადგენს.

4.53%-ით გაზრდილია რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა. შეჯამებული მონაცემებით , 2015 წელს 11 409 რეგულარული და 2 259 ჩარტერული რეისი განხორციელდა.

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით (271 784 მგზავრით) აღემატება 2014 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა, რაც 5.91%-ით (12 635 მგზავრი) აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს.

232%-ით (3122 მგზავრით) არის გაზრდილი 2015 წელს მესტიის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის აპრილიდან „Wizz Air Ukraine"-ის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, დროებით შეფერხებული იყო საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები (182 954 მგზავრი) გადაიყვანა. აღნიშნული კლების შესამცირებლად სხვადასხვა ავიამიმართულებების დამატების მიზნით აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42