,,ჩემი შვილი წმინდაა, სუფთა ადამიანია მოკლული“ - ტაქსის მძღოლის მკვლელობის სკანდალური გაგრძელება
კრიმინალი - 20:01, 12 Jan, 2016     22340

“ნიუპოსტზე“ განთავსებულმა მასალამ სათაურით: ექსკლუზივი: შურისძიება სექსუალური ძალადობისთვის? - ვინ და რატომ მოკლა 64 წლის ტაქსის მძღოლი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მასალაში სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საუბარი იყო, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს ზუგდიდის რაიონში მომხდარი საზარელი მკვლელობა წლების წინ მომხდარი შემზარავი ფაქტის კრიმინალური გაგრძელება იყო.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ყვებოდნენ, 64 წლის ტაქსის მძღოლის სოსო ეხვაიას მკვლელობა ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როცა ამ უკანასკნელმა მკვლელობისთვის დაკავებულის და სოფელ ნარაზენში მოტყუებით წაიყვანა და გააუპატიურა.

დღეს კი „ნიუპოსტის“ რედაქციას მკვლელობაში ეჭვმიტანილის 19 წლის რომან როგავას დედა - როზეტა გოგუა დაუკავშირდა და ეს ვერსია კატეგორიულად უარყო.

მეტიც, იმის დასამტკიცებლად რომ მისი ქალიშვილი ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარა ქალბატონმა გოგონა თბილისში ექსპერტიზაზე ჩამოიყვანა.

„სრული სიცრუეა, ის ფაქტი, რომ თითქოს ამ ადამიანის მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება. ჩემს ოჯახს არავის მიმართ ჰქონდა დაგეგმილი შურისძიება. ჩემი შვილი წმინდა გოგოა. სუფთა ადამიანია მოკლული. გარდაცვლის არავითარი შეხევა ჰქონია ჩემს გოგონასთან“- აღნიშნა გოგუამ და იქვე დასძინა, რომ მისი ქალიშვილის უბიწოების დასამტკიცებლად გოგონა დედაქალაქში ჩამოიყვანა და შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარა.

„სუფთაა ჩემი გოგო, მოკლული კაციც სუფთაა ჩემს ოჯახთან, სრული სიცრუეა, რასაც მოკლულ ადამიანს აბრალებენ. საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს. რამ გააბოროტა არ ვიცი ჩემი შვილი, ის დაკავებულია და აღიარებს დანაშაულს“- აღნიშნა მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედამ.

რაც შეეხება უშუალოდ 18 დეკემბერს მომხდარ მკვლელობას, დაკავებულის დედას უჭირს მოტივზე საუბარი.

„ის აღიარებს დანაშაულს, სხვა არაფერი ვიცი, გაიმართება სასამართლო, ძიებაც მიმდინარეობს და იტყვის ალბათ ყველაფერს“- დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 64 წლის ტაქსის მძღოლი, სოსო ეხვაია სოფელ ნარაზენში მოკლული თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ 20 დეკემბერს იპოვეს.

შუახნის მამაკაცის ცხედარი ადგილობრივმა მკვიდრმა მაშინ იპოვნა, როცა ის პირუტყვს მწყემსავდა.

თვითმხილველის განცხადებით, გვამი ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42