"სოცობების პრევენცია თუ თბილისის ბიუჯეტის ფლანგვა?"- ვასო ურუშაძის მიმართვა მერიას
საზოგადოება - 16:07, 12 Jan, 2016     1387
„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე თბილისის მერიის მისამართით მიმართვას ავრცელებს. მიმართვის თემა სააკაძის მოედენზე საცობის განტვირთვის მიზნით თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტია. ვასო ურუშაძის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავ თბილისის მერიას, ამ შემთხვევაში თბილისის ვიცე მერს ლაშა აბაშიძეს.

გუშინ თბილისის მერიაში საცობების პრევენციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, პრეზენტაციის მიხედვით, საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შესაძლოა შუქნიშნები დამონტაჟდეს. აღნიშნული ვარიანტი ერთ-ერთია, რომელსაც საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გერმანული საკონსულტაციო კომპანია თბილისის მერიას სთავაზობს.
პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერიის ინიციატივას, საბურთალოს რაიონში, კერძოდ სააკაძის მოედენზე საცობის განტვირთვის მიზნით შუქნიშნების დამონტაჟებას. ეს არის ყველაზე არაეფექტური გამოსავალი აღნიშნულ სიტუაციაში, ნებისმიერი დამატებითი შუქნიშანი ქალაქის საავტომობილო გზებზე ამცირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის კოეფიციანტს და ხელს უწყობს საცობების წარმოქმნას. მეტიც ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძები, სადაც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნებით, უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გვირაბებისა და პანდუსების მეშვეობით მოეწყოს ორდონიანი მოძრაობა, რაც მოგვცემს საშუალებას გავაუქმოთ შუქნიშანი და გავზარდოთ აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გამტარუნარიანობის კოეფიციენტი. ნებისმიერი შემაფერხებელი ბარიერი, რომელიც ზრდის მოძრავი ავტომობილის უქმად მოცდენის დროს, განსაკუთრებით პიკი საათებში პოტენციური საცობების წარმოქმნის მიზეზი ხდება.
შესაბამისად თბილისში აღნიშნული სატრანსორტო კვანძების საცობებისგან განსატვირთად, როგორიცა სააკაძის მოედანი, აუცილებელია სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც კვეთენ ერთმანეთს, ავარიდოთ და გავზარდოთ გამტარუნარიანობა, ამისთვის როგორც უკვე ავღნიშნე აუცილებელია მოძრაობა მოეწყოს ორ დონეზე. შესაბამისად შუქნიშნის დამონტაჯებით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და კიდევ უფრო მეტად შევაფერხებთ მოძრაობას, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუარესებას.
ასევე გვაქვს შეკითხვები თბილისის მერიასთან, თუ რატომ არ იყო კვლევების პროცესში ჩართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რატომ შეჩერდა არჩევანი კონკრეტულად აღნიშნულ გერმანულ კომპანიაზე, რა კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, რატომ არ იყო მიწვეული პრეზენტაციაზე ადგილობრივი ორგანიზაციები რომლებიც მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რატომ გაკეთდა აქცენტი მხოლოდ საბურთალოს რაიონზე? ეს ხომ გლობალური პრობლემაა, რომელიც მხოლოდ ერთი რაიონით ვერ მოგვარდება.
აღნიშნული მცდელობა თბილისის მერია ქონდა 2014 წელსაც, როცა ჩამოიყვანეს დუბლინელი ექსპერტები, თუმცა ვნახეთ რომ მათ რეკომენდაციებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. რეალურად მივიღეთ თბილისის მერია რომელიც არ ითვალისწინებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციებს და ბიუჯეტის ფულს ფლანგავს საერთაშორისო კომპანიების დაქირავებაში, რაც საბოლოო ჯამში არაფრის მომცემია.
შესაბამისად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კომპანიის უკან გარკვეული ინტერესები შეიძლება იდგეს ხელისუფლების მხრიდან, ბუნდოვანია აღნიშნული კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები, თუ რა პრინციპებიდან გამომდინარე შეარჩია თბილისის მერია აღნიშნული კომპანია, ფაქტი ერთია, არნიშნული კომპანიის რეკომენდაციები შუქნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით საცობების განმუხტვის მიზნით ყოველვარ ლოგიკას არის მოკლებული და ამას ნებისმიერი ექსპერტი ტრანსპორტის დარგში დაგიდასტურებთ.
ჩვენ მოვითხოვთ თბილისის მერიისგან გასაჯაროვდეს “A+C” კონსანტილგურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, პროექტის ღირებულება და აღნიშნული კომპანიის მიერ შემუშავებული კვლების შედეგების და რეკომენდაციების დოკუმენტი.“- აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42