მამუკა ბერია არის აფხაზეთის მკვიდრი, 1992-1993 წწ.რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, მოძრაობა ,,დაბრუნების“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, პლატფორმა ,,აფხაზთა კრების“ დამფუძნებელი და საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან; უძღვება სალექციო კურსებს: ,,ქართული პოლიტიკური აზრი“, ,,პოლიტიკური იდეოლოგიები“, ,,გლობალიზაცია და ერი-სახელმწიფო“.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პრეტენდენტებთან გასაუბრებას აწარმოებს 2016 წლის 25 იანვრიდან 5 თებერვლამდე და ერთი კანდიდატურას წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არუგვიანეს 18 თებერვლისა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დარეგისტრირებულია კიდევ სამი პრეტენდენტი: შოთა ახალაია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ნინო თოფურიძე - ასოცირებული პროფესორი და რაიბულ ქირია საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
მასალის გამოყენების პირობები






