„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის 1200 მმ-იან მაგისტრალზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დღეს, საღამოს 7 საათიდან შეუდგება და ხვალ დილის 8 საათზე დაასრულებს.
შესაბამისად, დღეს, 19:00 საათიდან ხვალ, 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ქუჩებს, ასევე მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.
ღამის 12 საათიდან 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე კი წყლის მიწოდება შეუწყდება:
ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს.
წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 13 იანვრის დილის 8 საათიდან. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






