მისი ინფორმაციით, აფხაზავა შესაბამის ფოტოსურათებსაც ავრცელებს - ნადგურდება გრიგოლეთის სანაპირო ზოლი.
ლადო აფხაზავამ დახმარებისათვის მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიმართა.
გთავაზობთ მის განცხადებას სრულად:
"ძვირფასო მეგობრებო, ნადგურდება საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურორტო ზონის გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, გუშინდელი დღიდან მოყოლებული ინტენსიურად მიმდინარეობს გრიგოლეთის სავანეს უბნის სანაპირო ზოლის ქვა-ღორღით მოხრეშვა, ნადგურდება მრავალსაუკუნოვანი უნიკალური მაგნიტური სანაპირო! ვისაც გული შეგტკივათ გთხოვთ დაგვეხმაროთ და შევაჩეროთ ეს მარაზმი. ყოველი წუთი და საათი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!!! საფრთხის წინაშე დგას როგორც დასახლების უნიკალურობა ასევე უკვე განვითარებული ტურიზმი. გვიშველეთ დაგვეხმარეთ".--აცხადებენ გრიგოლეთის მაცხოვრებლები"-წერს აფხაზავა.
წყარო: ,,გურიის მოამბე“

მასალის გამოყენების პირობები






