ვადაგასული შოკოლადები, "ვის აინტერესებს ბავშვები" და გააფთრებული ბრძოლა გამგებლის რეპუტაციისთვის
საზოგადოება - 21:40, 11 Jan, 2016     2876
"გურიის მოამბის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ლანჩხუთის კულტურის ცენტრში პატარებს საახალწლოდ ვადაგასული შოკოლადები დაურიგეს", გამოეხმაურა ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახური და როგორც ყოველთვის, მედიასაშუალება აბსურდული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა (გაგვიკვირდა, რომ ამჯერად ნახსენები არ იყო სიტყვა "დეზინფორმაცია")

ამის დასტურად კი, პრესსამსახური ცდილობს "თავისი სიმართლე" მკითხველს ტკბილეულის მომწოდებელი ფირმის მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებით დაუმტკიცოს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, თურმე სამ ენაზე: რუსულად, თურქულად და ინგლისურადაც კი ყოფილა წარმოდგენილი.

თუმცა, დაავიწყდათ მთავარი, "გურიის მოამბეს" არსად მიუთითებია, ტკბილეულის მომწოდებელი ფირმის ბრალეულობაზე და პრესსამსახურს იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ გასაყიდად გამოტანილ ნებისმიერ ხარისხიან პროდუქტს, მათ შორის ტკბილეულსაც, გააჩნია თავისი ვადები, რისი გასვლის შემდეგაც, გასაყიდი საქონელი ხდება უვარგისი და ის ამოღებულ უნდა იქნას ქსელიდან.

ხაზგასმა წერილში მოხდა იმაზე, რომ ვადაგასული შოკოლადები, რომელიც გაყიდვაში იყო იმ კონკრეტულ სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში, შეიძინა კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსახურმა, პატარებისთვის გადასაცემად და ამაზე დღემდე არავის გაუცია პასუხი.

რაც შეეხება ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ადელინა კილაძეს, იმის ნაცვლად, რომ ქალბატონს პატარებისთვის დარიგებული ვადაგასული შოკოლადების გამო ელემენტარული უხერხულობა მაინც ეგრძნო, მასთან კომენტარისთვის მისულებმა მხოლოდ ლანჩხუთის გამგებლის, ზაზა ურუშაძის დაცვის მცდელობა და პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, რაც სხვათაშორის არ უცდია მაშინ, როცა წერილის ვებგვერდზე გამოქვეყნებამდე კომენტარისთვის პირველად დავუკავშირდით: 'არაფერი არ ვიცი, ამის შესახებ, მოვიკითხავ შესყიდვების სამსახურთან და გეტყვით"-ასეთი იყო მაშინ ქალბატონი ადელინას პასუხი, რომელიც დღეს "გურიის მოამბის" მიმართ აგრესიას და ჩვენი გამტყუნების ხარჯზე გამგებლის გამართლებას თავგამოდებით ცდილობს:

"ყველა კომენტარი რაც საჭიროა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე დევს. კომენტარს არ გავაკეთებ და საერთოდ ჩემამდე ამის შესახებ არაფერი ინფორმაცია არ მოსულა. 28 -დეკემბერს თუ საახალწლო ღონისძიებაზე რაღაც დავაშავე, 5 იანვარს გამოჩნდა ეს ყველაფერი? მანამდე სად იყვნენ? თქვენთან კი არ უნდა მოსულიყვნენ, ჩემთან უნდა მოსულიყვნენ. განცხადებაც შემოვიდა რედაქციაშიო, ეს თქვენთან კი არა, ჩემთან უნდა გაერკვიათ ჯერ.

ჩვენ თუ რაღაცაში შეგვეპარა ეჭვი, წავედით ვნახეთ წარწერა, კოლოფზე ვადა ქონდა 2017 წლამდე. მეტი ჩვენგან არაფერი არ შეიძლებოდა გაგეკეთებულიყო. მთლიანად ხომ არ შევამოწმებდით ყველას ერთი ,,ჩუპა-ჩუპსის“ კანფეტი იყო, რომელსაც ვადა არ ეწერა და გვერდზე გადავდევით .

ვიცი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება ლანჩხუთის გამგებლის წინააღდეგ, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოთ მას. ასეთივე ცილისწამება იყო გია ფირცხალაიშვილმა სასაფლაოდან ვენოკი მოიპარაო... დიახ, ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს იმიტომ რომ ხართ არაობიექტურები. ეს თქვენი ბრალი კი არ არის. ეს ის კანონია, რომელიც თავის დროზე,, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. ამიტომ მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ და მივმართავ სასამართლოს".

იდენტურია საპასუხო წერილი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"გურიის მოამბეში" გამოქვეყნებული სტატია "ლანჩხუთის კულტურის ცენტრში პატარებს საახალწლოდ ვადაგასული შოკოლადები დაურიგეს" სრული სიცრუე და აბსურდი რომ არის, კიდევ ერთხელ დადასტურდა ტკბილეულის მომწოდებელი ფირმის მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

მართალია, "გურიის მოამბესთვის" დოკუმენტების წარმოდგენას არა გვგონია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ იმედია, საზოგადოება გაეცნობა ამ სერტიფიკატებს და გამომცემლობის სიცრუესა და იმაში, რომ "გურიის მოამბე" შეგნებულად და მიზანმიმართულად ტყუის, კიდევ ერთხელ დარწმუნდება.

აქვე დავძენთ, რომ (ა)იპ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას" გადაწყვეტილი აქვს მიმართოს სასამართლოს და ამ გზით მიაღწიოს საკუთარი სიმართლის დაცვას.

დავამატებთ, რომ სერტიფიკატები სამ ენაზეა წარმოდგენილი: რუსულად, ინგლისურად და თურქულად.

პ.ს ჩვენთვის გასაკვირი ის უფრო დარჩა, გამგებლის პრესამსახურს იმის ნაცვლად (რახან ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს), პასუხი იმათთვის მოეთხოვა, ვინც მსგავსი უყრადღებობა გამოიჩინა პატარების მიმართ, ჩვენზე გამოილაშქრა. მით უფრო, არსად ნახსენები არ ყოფილა, რომ ამაში ბრალი გამგებელს მიუძღოდა (ის გვესმის, რომ გამგეობის დაქვემდებარებაშია ცენტრი მაგრამ, მაინც). აქვე დავძენთ იმასაც, რომ აღნიშნული ტკბილეული, რომელიც კულტურის ცენტრმა ბავშვებს დაურიგა და მათში უმრავლესობა შოკოლადებისა ვადაგასული იყო, შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულების სახით წარმოვადგინოთ და კიდევ ერთი, ქალბატონ ადელინას რომ ვუპასუხოთ, ეს სასაჩუქრე პაკეტი "გურიის მოამბეს" მიაწოდეს არა 5 იანვარს, როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ, არამეს, 30 დეკემბერს.".

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42