არქივში ნაპოვნია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ტილოს ქვეყნიდან გატანის ნებართვაა გაცემული.
როგორც ცნობილია, ნებართვის გაცემაზე 10 კაციანი კომისია მუშაობდა და მათ შორის იყვნენ ხელოვნებთმცოდნეები. თუმცა დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 2010 წლის დეკემბრით, მხატვრის ვინაობა მითითებული არ არის. ტილოს შექმნის ადგილად ევროპაა მითითებული.
„საკითხი განხილულია მაშინ მოქმედ კომისიის სხდომაზე, ახლავს დასკვნა, სადაც შექმნის ადგილად დასახელებულია ევროპა, თუმცა ნახატის ავტორი არის უცნობი. ამის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ნებართვა, რომელიც გაიცა 2008 წლის 10 დეკემბერს. საკითხს იხილავდნენ ჩვენი კოლეგები“, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე.
კულტურის სამინისტროში ამ დრომდე იმყოფებიან ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელმაც აბაშიძეებისგან ტილო იყიდა და მალხაზ მახარაძე, რომელიც აბაშიძეებსა და ჰუსეინოვს შორის შუამავალი იყო.
როგორც ჰუსეინოვი ამბობს, ვან დეიკის ტილოს კულტურის სამინისტრო ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა. მისი ინფორმაციით, უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






