გლდანში არსებული სტადიონი არ დაინგრევა - დავით ნარმანია
საზოგადოება - 17:06, 10 Jan, 2016     1569
თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გლდანის I მ/რ-ში არსებული სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისათვის სპორტული მოედანი ფუნქციონირებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფითი რეკომედაცია გაიცა.

„დედაქალაქის მერიამ განიხილა საკითხი საბჭოზე და კომისიის ყველა წევრმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, აქ არ აშენდება კორპუსი, არ გაიზრდება ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორი არ დაზარალდეს, მასთან მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ვიმსჯელებთ ადგილმონაცვლეობის თაობაზე. ეს გახლავთ ტერიტორია, სადაც დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, გარდა ამისა, მიმდებარედ არსად არის სათამაშო მოედანი. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება და აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრის მომატებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით მესაკუთრე პაატა ნუცუბიძემ თბილისის მერიას 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა, რასთან დაკავშირებითაც, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალურმა საბჭომ უარყოფითი პასუხი გასცა.

საბჭოს წევრთა რეკომენდაციების საფუძველზე, დაუშვებელია სტადიონის ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება და სასურველია გამოიძებნოს სამართლებრივი საშუალება, რათა ტერიტორიას საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამასთან, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით გარემოცულ, კეთილმოწყობილ, მოქმედ სტადიონს, ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სარეკრეაციო-სპორტულ სივრცეს, რომელიც ქმნის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მისი დემონტაჟი დაუშვებელია.

მოსახლეობასთან შეხვედრას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი, საკრებულოს დეპუტატები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42