გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჯორჯ ბალანჩინის, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






