კომპანია "თელასის" ცნობით ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის, სოფელ წავკისის, თავისუფლების მოედნის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ოქროყანის, ამაღლების, ასათიანის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ტაბიძის, დადიანის, ლერმონტოვის, დავითაშვილის, სავანელის, გერგეთის, შინდისის, შხეფის, ავთანდილის, ინგროყვას, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ჩიტაძის, კოტე აფხაზის, ღვინის, ლესელიძის, ხანძთელის, იერუსალიმის, თონეთის, აბოვიანის, ტყავის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, აბო თბილელის და საიათნოვას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






