გარდაიცვალა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი.
საზოგადოება - 14:08, 08 Jan, 2016     8259
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი.

მედეა ჯუღელი 1926 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში და სპორტულ ტანვარჯიშში ვარჯიშიც იქვე დაიწყო. პირველი გამარჯვება 1946 წელს იზეიმა: ბჯენით ხტომაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ერთი წლის შემდეგ წარმატება გაიმეორა, კარიერის დასრულებამდე კი ეს ტიტული კიდევ ხუთჯერ მოიპოვა. სხვადასხვა დროს იყო მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.

1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, XV ოლიმპიურ თამაშებში მედეა ჯუღელი გუნდურ პირველობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტანმოვარჯიშის კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს და სსრკ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს, 1991-2005 წლებში საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, 2005 წლიდან კი საპატიო პრეზიდენტი. იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებული გახლდათ ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის და ღირსების ორდენებით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს ქართულ სპორტულ სამყაროს, ქალბატონის მედეას ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42