ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელები 31 დეკემბერს გაათავისუფლეს
საზოგადოება - 22:24, 07 Jan, 2016     3052
31 დეკემბერს ლანჩხუთსა და ჩოხატაურში სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. სამსახურიდან გაშვების კონკრეტულ მიზეზებზე, მაკა გოგიჩაიშვილი და ზურიკო კალანდაძე არ საუბრობენ. სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსი, ვასილ ხომერიკის განცხადებით ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ნებისმიერ სამსახურში შეიძლება მოხდეს. მისივე განმარტებით, ეტაპობრივად ხდება სამსახურის ხელმძღვანელების კვალიფიკაციის შესწავლა და ამის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება:

"ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ჩვეულებრივად აგრძელებს სააგენტო მუშაობას, ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივ რეჟიმში ჩართულია სამუშაო პროცესებში, უბრალოდ ორივე მუნიციპალიტეტში სააგენტოს ჰყავს მოვალეობის შემსრულებლები. ლანჩხუთში უფროსის მოვალეობას ასრულებს ეკატერინე წილოსანი, მანამდე სააგენტოს მთავარი სპეციალისტი და ჩოხატაურში ილია კილასონია"-განაცხადა ხომერიკმა.

მიღებულ გადაწყვეტილებას მოულოდნელს უწოდებს მაკა გოგიჩაიშვილი, რომელიც ლანჩხუთის სოციალურ სააგენტოს 2012 წლიდან, 3 წელი ხელმძღვანელობდა:

"31 დეკემბერს შემიწყვიტეს უფლებამოსილება. მოულოდნელი იყო ნამდვილად. ვერ ვხსნი რა მოხდა, ძალიან კარგად გავიარე ტესტირება და გასაუბრებაზე დამიწუნეს. გაურკვევლობაში ვარ, რადგან არასოდეს არავის ამ წლების განმავლობაში ჩემთან პრეტენზია არ ჰქონია". ჩოხატაურის სააგენტოს ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელი ილია კილასონია კი გვეუბნება, რომ მას არა აქვს ზუსტი ინფორმაცია გათავისუფლებულია თუ არა სამსახურიდან ზურიკო კალანდაძე: "მე ვიცი, რომ ზურიკო აბარებს გამოცდებს და სანამ არ დასრულდება ეს პროცესები, მანამ მე შევასრულებ მოვალეობას".


თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42