„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაეხმარა და მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვან წარმატებასა და გამარჯვებაში, რაც ჩვენ 2015 წელს გვქონდა. მინდა, რომ ქართულ სპორტს ჰქონდეს კიდევ უფრო დიდი წარმატებები შემდგომ წლებშიც. მსურს „ვითიბი ბანკს“ გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველა კომპანიას, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, მოვუწოდო, მხარში დაუდგნენ ქართულ სპორტს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
"2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოებაზე 10 ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები და ასევე სპეციალური პრიზების მფლობელები დასახელდნენ. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






