„ფილიპ მორის საქართველო“ საკუთარ პროდუქციაზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:25, 06 Jan, 2016     19975

„ფილიპ მორის საქართველო“ საკუთარ პროდუქციაზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მარაგის დეფიციტის გამომწვევ მიზეზზეა საუბარი.

მათი ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და "ფილიპ მორის საქართველოს" არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში. „ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"შპს "ფილიპ მორის საქართველოს" პროდუქციაზე (მათ შორის MARLBORO და PARLIAMENT) ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ფილიპ მორის საქართველოს" სურს განმარტოს, რომ მას სავაჭრო ქსელში ფასები არ გაუზრდია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. შესაბამისად, "ფილიპ მორის საქართველო" ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ "ფილიპ მორის საქართველოს" პროდუქციაზე ბოლო დროს მომხდარი ფასების ზრდა არ უკავშირდება 1 იანვრიდან გაზრდილ აქციზის გადასახადს. სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და "ფილიპ მორის საქართველოს" არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში.

ვწუხვართ, რომ ჩვენი პროდუქციის სრულწლოვანი მომხმარებლები დროებით მოექცნენ შექმნილი გარემოებების ზეგავლენის ქვეშ და რომ ჩვენი საცალოდ მოვაჭრე პარტნიორები აღმოჩდნენ პროდუქციის საკმარისი მარაგების გარეშე.

მარაგების დეფიციტის გამომწვევი მიზეზია ბოლო ხანებში არსებული შეფერხებები დისტრიბუციაში, რაც თავის მხრივ მიმდინარე სამართლებრივი დავის შედეგია, რომელიც იმედია მალე დასრულდება.

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალი", მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET, საქართველოში საქმიანობას ეწევა 1996 წლიდან. "ფილიპ მორის საქართველოს" ოფისი მდებარეობს თბილისში, სადაც დასაქმებულია 40 თანამშრომელზე მეტი. ათასობით სხვა პირი ჩართულია ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციასა და რეალიზაციაში სრულწლოვან მომხმარებლებზე. ასევე, ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობები და პარტნიორობა ასობით საცალო მოვაჭრესა და მომწოდებელთან. 2015 წელს კვლევითი ფირმა "გამა"-ს მონაცემებით "ფილიპ მორის საქართველოს" მიერ დაკავებული ბაზრის წილი შეადგენდა 23%-ს. ვამაყობთ, იმ ფაქტით, რომ წარმოვადგენთ გადასახადების ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელს და 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გვაქვს გადასახადების სახით 85 მილიონ ლარზე მეტი.

თავს მივიჩნევთ ვალდებულად განვაგრძოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42