საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია, აცხობენ 7 იანვარს ან 14 დეკემბერს კალანდობას....
ხაჭაპური? ალბათ არა მხოლოდ ხაჭაპური! გურულები მას ღვეძელს უწოდებენ... კვერის მთელი იდუმალება იმაშია, რომ ყველთან ერთად გურულები ჭყინტ ყველში მოხარშულ კვერცხებს აყოლებენ...
ძველი გურულები ამბობენ - საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე... ამბობენ, თოვლით დახუნძლული ტყიდან მობრუნებული მონადირეები, კვერზე მწყერებს ადებდნენ და ასე წვავდნენ ერთად...
ერთი შეხედვით მარტივი რეცეპტია: ცომი, ყველი და მოხარშული კვერცხები.... მაგრამ ეს მხოლოდ ასე არ არის...
ძველი გურულები ღვეძელისთვის მოხარშულ კვერცხებს 2 დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ და შებოლილი არომატი სულ სხვა გემოს აძლევდა...
იყო მეორე ვერსიაც - მოხარშულ კვერცხებს ფცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დაალაგებდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ... მხოლოდ ამის შემდეგ, ჭრიდნენ კვერცხებს შუაზე და ალაგებდნენ ღვეძელში.
ა) კარგად მოხარშეთ 10-12 კვერცხი, გაავლეთ ცივ წყალში და გაფცქვენით. მთლიანი მოხარშული კვერცხები დაალაგეთ გაფიცხებულ კეცზე და ბუხარში, ნაკვერჩხალზე გააპიწკინეთ;
ვისაც სახლში ბუხარი არ გვაქვს მეორე წესით შეწვით - ტაფაზე ჩაუსვით 30 გრამი კარაქი ან ზეთი, ჩაალაგეთ მთლიანი მოხარშული კვერცხები და დაბრაწეთ... აქეთ იქით გადაატრიალეთ კვერცხები, ყველა მხარეს რომ დაიბრაწოს...
ბ) ცომი: ცომიც სხვადასხვაგვარად მზადდება - შეგიძლიათ საფუარიანი ცომი გამოიყენოთ, შეგიძლიათ მაწვნიანი ცომი სოდით გაფუებული;)
საფუარიანი ცომი: ჯამში ჩაუშვით 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და დაასხით თბილი წყალი 1 ჭიქა... მოურიეთ კოვზი და საფუარი და შაქარი კარგად გახსენით წყალში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მწიკვი მარილი, გამდნარი 200 გრამი ერბო ან კარაქი, თბილი წყალი და იმდენი ფქვილი, რასაც წყალი შეიძელს... კოხტა ცომის გუნდა გამოგივათ და ჯამი თბილ ადგილას დადგეს, ცომი უნდა ამობრძანდეს! ამოვა 30 წუთში, დაისველეთ ზეთში ხელი და კვლავ ჩაზილეთ, ისევ გააჩერეთ, ისევ ამოვა, ისევ ჩაზილეთ;))) მოკლედ, სადღაც 2-3 საათში ცომი გაორმაგდება;)))
გააბტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე, ზედ დაადეთ ბლომად ნაკლებმარილიანი გახეხილი ჭყინტი ყველი და ზედ შუაზე სიგრძეზე გაჭრილი მოხარშული და შემდეგ შემწვარი კვერცხები!
მიეცით ან ნახევარმთვარის, ან დიდი ხაჭაპური ფორმა;))) გადაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხეთ!!!
გ) გურული ღვეძელი უგემრიელესია მეორე დღეს, ტაფაზე კარაქში გაფიცხებული;)))) ჩაი გურიელთან ერთად!!!!
ბედნიერ შობას გისურვებთ!!!! მრავალს დაესწარით!!!!
მასალის გამოყენების პირობები