„25 წელია ვითხოვთ მაღალი ძაბვის ხაზების შეკეთებას, რამდენჯერმე დააყენა ეს საკითხი ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუმცა პრობლემა არ მოიხსნა. გასაგებია, რომ „ენერგო-პრო-ჯორჯია“ კერძო კომპანიაა, მივმართოთ წერილით, რომ მიაქციონ ასეთ სოფლებს ყურადღება. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქარბუქში მუშაობდა, მაგრამ ნიავი როგორც კი დაუბერავს ელექტროენერგია ითიშება და ხალხს დენი სჭირდება.“ - აცხადებს სიჭინავა.
„ცამდე მართალია ის ხალხი, დენი უნდა ყველას ახალ წელს, ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, მე რომ განათებული ვარ ამ ახალ წელს, ისე იყავი შენო. გავამზადებთ წერილს და მივწერთ კომპანია „ენერო-პრო-ჯორჯიას“. - განაცხადა საკრებულოს, თავმჯდომარე, დავით დარჩიამ.
ცნობისთვის, გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
აბონენტთა გარკვეულ ნაწილი ახალი წლის ღამეს უშუქოდ შეხვდა, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგის გარეშე დღეების განმავლობაში იმყოფებოდა.
წყარო: ,,გურიის მოამბე”
მასალის გამოყენების პირობები






