ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა” მსოფლიოს ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინა დაასახელა, რომელთა შორის ნინო ანანიაშვიალიც იკავებს ადგილს.
“მომნუსხველი გრაციოზულობა, მაცდური მისტიკა, პიროვნული მაგია, ინსტიქტური გამომხატველობა და ტექნიკური ოსტატობა – ამ ყველაფრით ანანიაშვილი პუბლიკას უხმო ვნებასა და ოცნებებში ითრევს. ეს თვისებები გამოარჩევს ჭეშმარიტ ბალერინებს სხვა უამრავი ბალერინასგან. ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში დახელოვნდა, სწორედ ბალერინების ამ პატარა ელიტის წარმომადგენელია” – წერს გამოცემა ანანიაშვილზე.
ნინო ანანიაშვილთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ბალერინებად დასახელდნენ:
ანა პავლოვა (1881-1931),
ალისია მარკოვა (1910-2004),
მარგო ფონტეინი (1919-1991),
ნადია ნერინა (1927-2008),
სილვი გილემი (1965- )
ნინა ანანიაშვილი (1963-)
დარსი ბუსელი (1969- ),
ულიანა ლოპატკინა (1973- ),
თამარა როხო (1974- ),
ალინა კოჟოკარუ (1981- ),
ნატალია ოსიპოვა (1986- ),
გალინა ულანოვა (1910-1998)
მასალის გამოყენების პირობები