P.S დღის პოზიტივი ძაღლი რომელიც ზრუნავს მოქალაქეებზე-ფოტო, სადაც კარგად ჩანს თუ რა მდგომარეობაა ამ წუთებში ლანჩხუთის ცენტრში, ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
ელექტროენერგიასთან დაკავშირებით არსებლ პრობლემებზე საუბრობს ლანჩხუთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ამბობენ იმასაც, რომ გზები ისეა გაწმენდილი, სამგზავრო რაფები ვერ დადიან და მოსახლეობას ქალაქის ცენტრთან ახლო მდებარე სოფლებიდან ფეხით უწევთ მოძრაობა. ერთ-ერთ სოფელში შეწყვეტილია გაზის მიწოდება.
ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" საუბრობენ, რომ ხელისუფლება ზამთარს მომზადებული არ შეხვდა, ამიტომაც შექიმნა ყველა ის პრობლემა, რისი მოგვარებაც და აღმოფხვრაც უკვე მეხუთე დღეა ვერ ხერხდება.
რაც შეეხება ლანჩხუთის გამგებლის პრესსამსახურს, მათი მტკიცებით, სიტუაცია არც იმდენად რთულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ხელმძღვანელობით მუშაობას აგრძელებს ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შტაბი). რთულ უბნებში მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების წმენდითი სამუშაოები. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები: მამათის, აცანის, აკეთის, ლანჩხუთის, მაჩხვარეთის, ლესის, ნინოშვილის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გრძელდება დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთების სამუშაოები. როგორც „ენერგოპროჯორჯი“-დან გვაცნობეს, ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ბრიგადები. ეტაპობრივად დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება. წნევის დაცემის გამო ქალაქში ერთ-ერთ უბანს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღის ბოლოსთვის აღსდგება გაზის მიწოდება-გვეუბნებიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე:
"მართლა საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, ხომ არ შეიძლება ყველაფრის გაპრავება? არ გრცხვენიათ? დაბრმავდით? თავად არ დადიხართ ქუჩაში? რა ბრიგადაა შემნილი? რა ჯანდაბას აკეთებს ჩვენი „ნარცისი“ გამგებელი?ჩოჩხათი წარმომიდგენია რა დღეში იქნება, როცა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი არაა გაწმენდილი, ცენტრალური ქუჩები არაა გაწმენდილი. დღეს რამდენიმე ადამიანი დაასაფლავეს და რცერთ ქუჩას არ ეტყობოდა ტექნკის კვალი. ცოხლებს თუ არა მიცვალებულებისთვის მაინც გეცათ პატივი ბატონო ზაზა!
არცერთი არ დაგეკარგოთ რაც დღეს თქვნი მისამათით „ლოცვა-კურთხევა“ ისმოდა!
ახლა გაბედეთ აბა და დაწერეთ დეზინფორმციააო"!-წერს მგელაძემასალის გამოყენების პირობები






