ზუგდიდის რაიონი პარალიზებულია - მოსახლეობა გზების გაწმენდას ითხოვს
საზოგადოება - 16:47, 05 Jan, 2016     1777

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში უხვი ნალექის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. როგორც ადგილობრივებმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადეს, სოფელში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ნარაზენის მაცხოვრებლების ინფორმაციით, სოფელში გზების გაწმენდა არ ხდება, რის გამოც ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია.

„სოფელში გადაადგილება გვიჭირს. არ ხდება გზების გაწმენდა. ამის გამო მაღაზიებში პროდუქტის შემოტანა ვეღარ ხერხდება. თუ არ მოგვხედეს მშივრები დავიხოცებით. სოფელი პარალიზებულია. ვითხოვთ დახმარებას“, - ამბობენ „ნიუპოსტთან“ საუბარში ადგილობრივები.

როგორც „ნიუპოსტს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ნარაზენში გზების გასაწმენდად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ჩვენს მუნიციპალიტეტში შემავალ 48 სოფელში გაგზავნილია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამშაოები. რაც შეეხება ნარაზენს, არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ იქ გაწმედნდითი ტექნიკა არ ყოფილა. შემიძლია დანამდვილებით ავღნიშნო, რომ გუშინ იქ იყო გაწმენდითი ტქნიკა, თუმცა გვიან ღამით კვლავ მოთოვა და დაითოვლა იქაურობა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, ზედა ეწერში, ტყაიაში, ჩხორიაში, რიყეში და ჭკადუაშში გზებზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ სოფლებში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. რაც შეეხება ნარაზენს იქ ვიმყოფებოდით ცოტა ხნის წინ. გეტყვით, რომ მოსახლეობა ბირჟაზე იდგა იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ტროტუარები დაეწმინდა“, - ამბობენ გამგეობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42