თბილისის მერიაში „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 14:03, 05 Jan, 2016     1362

თბილისის მერი დავით ნარმანია სანდრო ეულის ქ. N5-ში სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე იმსჯელეს.

თბილისის მერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტერიტორიებზე არსებული სპორტული კომპლექსების - მოედნების, საცურაო აუზების და ა.შ. შენარჩუნების ვალდებულების გარეშე, შესაბამისად, სანდრო ეულის ქ.#5-ში სამშენებლო ნებართვის გაცემა, ისე რომ ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის შენარჩუნების ვალდებულება, გახლავთ ნათელი მაგალითი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თბილისის მერიას დედაქალაქის წინა მმართველობისგან ერგო.

„სანდრო ეულის ქ.#5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი მიკრო-უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტი წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად დამტკიცებულია 2014 წლის 31 მარტს და დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის იმჟამინდელი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიკრო-უბნის განაშენიანების ნებართვა, სწორედ, დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდშია გაცემული და შესაბამისი იურიდიული პროცესიც ამ დროიდან იწყება. შესაბამისად, თბილისის მერიას დღეს, პროცესის ხელის შესაშლელად სამართლებრივი ბერკეტი აღარ გააჩნია, რადგან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა, საკუთრების უფლებას კი ქვეყნის უზენაესი კანონი - კონსტიტუცია იცავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მუშაობს სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე.

თბილისის მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, სპორტსმენები არ დარჩნენ სავარჯიშო მოედნის გარეშე და სხვადასხვა საშუალებებით შევძლოთ გამოვასწოროთ იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგები, რომელიც დედაქალაქის წინა მმართველობის პირობებში ტერიტორიების უპასუხისმგებლო გასხვისებით იქნა დანერგილი. აღნიშნული დღეს, საკმაოდ, მძიმე შედეგებისა და ფაქტების წინაშე გვაყენებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის, სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს მიმართოს საკრებულოს, რათა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და სამომავლოდ, სპორტული ობიექტები უფრო მეტად დაცული იყოს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის, ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით, 2015 წელს მოხდა ძალიან დიდი მატება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა არაერთი დარბაზი, არაერთი სასახლე და ეს პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება. არათუ, ახალი ობიექტები შეემატება თბილისს, არამედ ძველიც, შესაბამისად, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ლევან კობიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მერიის მიერ, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოედნის მოწყობისათვის შესაბამისი ადგილი გამოინახება, რათა მომავალი თაობა, სპორტსმენები სავარჯიშო სივრცის გარეშე არ დარჩნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42