თბილისის მერია თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს თავშესაფარის დროებით მომსახურებას სთავაზობს
საზოგადოება - 13:50, 05 Jan, 2016     1311

როგორც ცნობილია, 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს ახალი კაპიტალურად აშენებული თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. ბენეფიციარები 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი. შენობას აქვს უსაფრთხოების სამსახური.

თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული, სადაც მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია.

აღსანიშნავია, რომ მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე, ან პატრულის დახმარებით ხვდებიან. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ თავშესაფარში მიუსაფართა გადაყვანა დაუშვებელია.

როგორც ცნობილია, მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს - უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო.

თუმცა, რთული მეტეროროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე.

2016 წლის 1 იანვარს თავშესაფარში განხორციელდა რამდენიმე ბენეფიციარის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 3 იანვარს მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე მივიდნენ სამ მოქალაქესთან, მათ თავშესაფარში გადასვლაზე უარი განუცხადეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირის თავშესაფარში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი ნების საფუძველზე.

მოგეხსენებათ, რომ ლილოს კაპიტალურ თავშესაფრამდე თბილისში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 2013 წლის დეკემბერში მოსკოვის გამზირზე ე.წ. „კარვების ქალაქი“ აშენდა. სულ, მოსკოვის გამზირზე 22 კარავი იდგა და მათ ფუნქციონირებას უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფდა. 2015 წელს კი, აშენდა ლილოს კაპიტალური თავშესაფარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42